თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაშია

საქართველოს პრეზიდენტი, გერმანიის, ბელგიისა და საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ, შვეიცარიაში ჩავიდა. 

ზურაბიშვილმა ფოტო Instagram-ის პირად გვერდზე, შვეიცარიის ქალაქ ბაზელიდან, გამოაქვეყნა, სადაც ბეილერის ფონდში, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია ფიროსმანის 46 ნამუშევარი, რომელთაგან 45 შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კოლექციას ეკუთვნის, ხოლო ერთი ნამუშევარი სოფელ მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციიდანაა. გამოფენის კურატორი გახლავთ დანიელ ბაუმანი – ციურიხის კუნსტჰალეს დირექტორი.

ზურაბიშვილის ვიზიტის შესახებ პრეზიდენტს ან მის ადმინისტრაციას დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა