„რუსებით სავსე ქალაქი“ - თბილისში „ლელო“- ს საპროტესტო კამპანია დაიწყო
„ლელო“-მ თბილისში საპროტესტო კამპანია დაიწყო. პარტიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უკონტროლო შემოდინება საფრთხის შემცველია და ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება, კახი კალაძე, გვპირდებოდა, რომ მივიღებდით მეტ სიცოცხლეს თბილისის ყველა უბანში, მაგრამ მათი დაპირებები შეიცვალა და მივიღეთ მეტი რუსი ყველა უბანში. ამიტომ, ჩვენ დღეს გავაკრავთ ამ სტიკერს, სადაც წერია, რომ რუსებით სავსეა ქალაქი და ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ქართული ხელისუფლება ემსახურება რუსულ ხელისუფლებას და მსახურებაში რუსეთთან. ხოლო ჩვენ, "ლელო" ემსახურება საქართველოს და ქართველ ხალხს" - თქვა "ლელოს" წევრმა, ოთარ ფარულავამ.
