თეგებით ძიება

კახეთში, სანადიროდ წასული მამაკაცი ბრმა ტყვიას ემსხვერპლა

კახეთში უბედური შემთხვევის შედეგად 33 წლის კაცი გარდაიცვალა. „ქრონიკის” ინფორმაციით, შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, დილით მოხდა.

ლევან შიშნიაშვილი მეგობართან ერთად სოფლის მიმდებარედ, მინდორში, ფრინველზე სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მისივე თანასოფლელს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა, რომელიც ტყვია თავის არეში მოხვდა. შიშნიაშვილი სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მომხდარიდან მალევე ერთი პირი დააკავეს და ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება 116- ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა