21 იდეა, რომელიც შემოდგომის დეპრესიას აგაცილებთ
ზაფხულმა ცხელი მზით და მშვენიერი დღეებით გაგვანებივრა, ამჯერად შემოდგომის დროა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყინულიანი ყავა ცხელი შოკოლადით, შორტები კი თბილი სვიტერებით უნდა ჩავანაცვლოთ. იმისათვის, რომ შემოდგომის განწყობაში ბოლომდე ჩაიძიროთ და სევდაც თავიდან აირიდოთ, გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო იდეას.
1. მოიფიქრეთ ჰელოუინის კოსტიუმი.
2. იყიდეთ ახალი ჰუდი.
3. წადით პაემანზე.
4. კარადიდან გამოალაგეთ თბილი ტანსაცმელი.
5. წვიმიან დილას უყურეთ ფილმს საწოლიდან.
6. დაუძახეთ მეგობრებს და ერთად რამე გემრიელობა გააკეთეთ.
7. გაისეირნეთ შემდგომის ფოთლებით სავსე პარკში.
8. წაიკითხეთ წიგნი წვიმაში.
9. წადით მასაჟზე.
10. გადატვირთეთ სოციალური ქსელები, გაუუქმეთ გამოწერა ზედმეტ გვერდებს, დამალეთ უინტერესო ისტორიები.
11. შეადგინეთ ახალი „ფლეილისტი“.
12. ჩააბარეთ ანალიზები ვიტამინებზე.
13. იზრუნეთ თქვენს სიმშვიდეზე.
14. დაამონტაჟეთ ვიდეო ზაფხულის თავგადასავლებით.
15. მოაწყვეთ პატარა მოგზაურობა უქმეებზე.
16. წადით თეატრში.
17. კინო მარათონი შემოდგომის თემატიკით.
18. თავიდან მოიშორეთ უსარგებლო ნივთები.
19. წაშალეთ ზედმეტი ფოტოები, ზაფხულში ბევრი დაგიგროვდებოდათ.
20. ყური დაუდგეთ თქვენს სურვილებს.
21. იყიდეთ სასიამოვნო წვრილმანი, რომელიც დღეს გაგიხალისებთ.