„გრემიც წაიღო“ - ძლიერი სეტყვა კახეთში (ვიდეო)
ყვარლის მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა იყო.
წინასწარი ინფორმაციით, დასეტყვილია რამდენიმე სოფელი - გრემი, ენისელი, საბუე, შილდა.
განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სოციალურ ქსელში ვრცელდება სტიქიის ამსახველი ვიდეო.