"შეხედეთ, ეს არის ერთი ცალი სეტყვის მარცვალი, უბრალოდ, შეხედეთ..." - (ვიდეო)
ყვარლის მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა იყო. წინასწარი ინფორმაციით, დაისეტყვა სოფლებბი: გრემი, ენისელი, საბუე, შილდა, ენისელი, გავაზი, სანავარდო. განადგურებულია ვენახები, ხეხილი და სახლების სახურავები.
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც უჩვეულოდ დიდი ზომის სეტყვის მარცვალი მოჩანს.
"შეხედეთ, ეს არის ერთი ცალი სეტყვის მარცვალი, უბრალოდ, შეხედეთ..."