თეგებით ძიება

„ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში გარკვეული ჯგუფი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბას გეგმავს“ - სუს-ი

"სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­სა და მის ფარ­გლებს გა­რეთ მოქ­მე­დი პირ­თა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი, მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გეგ­მავს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბას, რომ­ლის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით შეც­ვლა", - ამის შე­სა­ხებ სუს-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

სუს-ის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მის ერთ-ერთ ავ­ტო­რად გვევ­ლი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე და ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, მათ შო­რის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის ყო­ფი­ლი წევ­რი მი­ხე­ილ ბა­ტუ­რი­ნი და ასე­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის ახლო გა­რე­მოც­ვის წევ­რი, უკ­რა­ი­ნა­ში მოქ­მე­დი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

"სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­თა მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­სა და მის ფარ­გლებს გა­რეთ მოქ­მე­დი პირ­თა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი, მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გეგ­მავს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბას, რომ­ლის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით შეც­ვლა.

დესტრუქ­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის და­წყე­ბის თა­რი­ღე­ბად შერ­ჩე­უ­ლია მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბრის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც უნდა გა­მოქ­ვეყ­ნდეს ევ­რო­კო­მი­სი­ის შუ­ა­ლე­დუ­რი და ევ­რო­კავ­ში­რის სა­ბო­ლოო დას­კვნა. სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სამ­ხო­ბად მომ­ზა­დე­ბის შეთ­ქმულ­თა მო­ლო­დი­ნი გათ­ვლი­ლია იმ გა­რე­მო­ე­ბა­ზე, რომ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დას­კვნა იქ­ნე­ბა უარ­ყო­ფი­თი, რაც მათ გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ქსე­ლე­ბით, მთავ­რო­ბის­თვის ხე­ლოვ­ნუ­რად და­მაგ­რე­ბუ­ლი “პრო­რუ­სუ­ლო­ბის“ ლო­ზუნ­გით, შექ­მნის ნა­ყო­ფი­ერ ნი­ა­დაგს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მღელ­ვა­რე­ბი­სა და შემ­დგო­მი არე­უ­ლო­ბე­ბი­სათ­ვის.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მის ერთ-ერთ ავ­ტო­რად გვევ­ლი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე და ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, მათ შო­რის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის ყო­ფი­ლი წევ­რი მი­ხე­ილ ბა­ტუ­რი­ნი და ასე­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის ახლო გა­რე­მოც­ვის წევ­რი, უკ­რა­ი­ნა­ში მოქ­მე­დი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი. ხაზ­გა­სას­მე­ლია ის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იგეგ­მე­ბა უცხო ქვეყ­ნე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­თა და ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით.

და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის შე­სას­რუ­ლებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის საკ­მა­ოდ დიდი ჯგუ­ფი და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ მოქ­ცე­უ­ლი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ნა­წი­ლი, რო­მელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა-წვრთნა მიმ­დი­ნა­რე­ობს პო­ლო­ნე­თი-უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის მიმ­დე­ბა­რედ. რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის­თვის გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მომ­ზა­დე­ბის მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცია "კან­ვა­სი“, რომ­ლის ბირ­თვსაც შე­ად­გენს ორ­გა­ნი­ზა­ცია "ოტ­პო­რი“. სწო­რედ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა წარ­სულ­ში მი­ი­ღეს აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სერ­ბეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ რე­ვო­ლუ­ცი­ურ პრო­ცე­სებ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბი­ან სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ახალ­გაზ­რდე­ბის მომ­ზა­დე­ბა­სა და დესტრუქ­ცი­ულ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვის მიზ­ნით.

ხსე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბის მიერ გა­ნი­ხი­ლე­ბა მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბის რა­მო­დე­ნი­მე სცე­ნა­რი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქის“ მო­წყო­ბას, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცენ­ტრა­ლურ გამ­ზი­რებ­სა და სტრა­ტე­გი­ულ ობი­ექ­ტებ­თან ბა­რი­კა­დე­ბის აღ­მარ­თვას, სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბე­ბის და­კა­ვე­ბა-ბა­რი­კა­დი­რე­ბა­სა და ასე­ვე სხვა მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცა­ვენ მძი­მე პრო­ვო­კა­ცი­ის ელე­მენ­ტებს. კერ­ძოდ, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლია, რომ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მიერ გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2014 წელს უკ­რა­ი­ნა­ში გა­მარ­თუ­ლი "ევ­რო­მა­იდ­ნის“ მსგავ­სი სცე­ნა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძი­სა და მი­ხე­ილ ბა­ტუ­რი­ნის ორ­გა­ნი­ზე­ბით აქ­ცი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ად­გი­ლას, კერ­ძოდ ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, წი­ნას­წარ შერ­ჩე­ულ კა­რავ­ში შე­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რომ­ლის აფეთ­ქე­ბაც გან­ზრა­ხუ­ლი აქვთ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. აღ­ნიშ­ნულ­მა, მათი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის მი­ხედ­ვით უნდა გა­მო­იწ­ვი­ოს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა რი­გებ­ში მსხვერ­პლი. ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დესტრუქ­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ მოხ­დე­ბა უმი­სა­მარ­თო სრო­ლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის, რაც ნოყი­ერ ნი­ა­დაგს შექ­მნის შემ­დგო­მი სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის.

გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მიერ, პირ­ვე­ლად არ და­გეგ­მი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა წარ­სულ­ში ისი­ნი აღ­კვე­თილ იქნა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ეფექ­ტუ­რი და პრე­ვენ­ცი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. არ­სე­ბუ­ლი მძი­მე გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გან­სხვა­ვე­ბით წინა შემ­თხვე­ვე­ბი­სა­გან, ამ­ჟა­მინ­დე­ლი გეგ­მა წარ­მო­ად­გენს გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცველ ფაქ­ტორს, რო­მე­ლიც საფრ­თხეს უქ­მნის რო­გორც ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს რი­გი­თი მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ცო­ცხლეს, კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რის­კე­ბის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი სხვა კომ­პე­ტენ­ტურ უწყე­ბებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში ახორ­ცი­ე­ლებს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ყვე­ლა სა­ჭი­რო პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბას. ასე­ვე, და­მა­ტე­ბი­თი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის მიზ­ნით, სამ­სა­ხუ­რი ხსე­ნე­ბულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თავს პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს|, - არ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა