"ერთი ფოთოლი აღარ აქვს ხეივანს, ყურძენზე აღარ არის ლაპარაკი" - რა ვითარებაა კახეთში, სადაც წუხელ ძლიერი სეტყვა იყო?
კახეთში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. სეტყვამ მოსახლეობის ხეხილის ბაღები გაანადგურა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ადგილობრივები ამბობენ, მოსახლეობას წყალი საცხოვრებელ სახლებში შეუვიდა.
"სარდაფში და სამზაეულოში წყალი შემოვიდა. ერთი ფოთოლი აღარ აქვს ხეივანს, ყურძენზე აღარ არის ლაპარაკი" - აცხადებს ადგილობრივი.
წინასწარი ინფორმაციით, დასეტყვილია რამდენიმე სოფელი - გრემი, ენისელი, საბუე, შილდა.
განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.