ოკუპირებული გაგრაში ზღვაში რუსი ტურისტი დაიხრჩო
ოკუპირებული გაგრის რაიონის სოფელ ალახაძთან ზღვაში რუსი ტურისტი – იგორ რიაბჩიკოვი დაიხრჩო.
ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ შეტყობინება 51 წლის მამაკაცის ნათესავებისგან 17 სექტემბერს მიიღეს.
შემთხვევის ადგილზე მაშველები მივიდნენ და მყვინთავებმა დაღუპულის ცხედარი იპოვეს.