თეგებით ძიება

რატომ შრება ევროპის უძველესი ტბები? - სპეციალისტების განმარტება

ევროპის ერთ-ერთი უძველესი ტბა - პრესპა ნელ-ნელა შრება, რაც ადგილობრივ ველურ ბუნებას გადაშენების საფრთხის ქვეშ აყენებს. პრესპაში წყლის დონემ საუკუნოვან მინიმუმს მიაღწია.

ადგილობრივების ცნობით, ბოლო სამ თვეში წყალმა 36 სანტიმეტრით დაიწია, ბოლო რამდენიმე დღეში კი დამატებით 2-3 სანტიმეტრით. ნავარაუდებია, რომ უწვიმობისა და უთოვლობის პირობებში, ტბის მოცულობა კიდევ უფრო დაიკლებს.

წყლის დონე უკვე ათეული წლებია იკლებს. პრესპას წყლის დონე, რომელიც მაღალმთიან რეგიონში 5 მლნ წელია არსებობს, 1970-იანი წლების შემდეგ 8 მეტრით შემცირდა. NASA-ს 2022 წლის სატელიტურმა ფოტოებმა კი აჩვენეს, რომ ტბამ ზედაპირის ფართობის 7% დაკარგა 1984-2020 წლების პერიოდში.

პრესპას ზედაპირი 260 კვ. კილომეტრია, რაც ქალაქ პარიზის ფართობს 2-ჯერ აღემატება. ტბის ძირითადი ნაწილი კი ჩრ. მაკედონიის შემადგენლობაშია, დარჩენილი კი საბერძნეთისა და ალბანეთის. 

სპეციალისტების თქმით, გვალვა და სამივე ქვეყანაში ტბის წყლის სარწყავ სისტემაში გამოყენება წყლის დონის შემცირების მთავარი მიზეზებია. 

გაეროს განვითარების ფონდმა პრესპას ქვეყნები გააფრთხილა, რომ ტბისთვის ენდემური ზოგიერთი სახეობის ცხოველი გადაშენების რისკის ქვეშ დგას მათი საცხოვრებელი ჰაბიტატის განადგურების გამო.

პრესპას ტბა 2 000 სახეობის თევზის, ფრინველის, ძუძუმწოვრისა და მცენარისთვისაა სახლი.

წყარო: bm.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა