ყოფილი პედაგოგი, რომელიც მეეზოვედ მუშაობდა, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსთაველებისთვის კარგად ნაცნობი თინა გრიგალაშვილი (თინა ბებო) გარდაიცვალა.
თინა გრიგალაშვილი რუსთავში 1965 წელს ჩამოვიდა, ქართული ენის პედაგოგად მუსაობდა #14 და #2 საჯარო სკოლებში. პედაგოფიური საქმიანობის დასრულების შემდეგ კი მუშაობა 2002 წელს დასუფთავების სამსახურში დაიწყო.
თინა გრიგალაშვილს რუსთავის მოვლა პატრონობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ პრემია გადასცა.
რუსთაველი უხუცესი მეეზოვე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.