თეგებით ძიება

"ეჭვი მაქვს ეხლა რაღაც ჩანაწერებს დადებენ" - ალეკო ელისაშვილი სუს-ის განცხადებაზე

ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ოცნებამ უთხრა ალბათ სუს-ს მოგვეჭრა ფარცხალაძეზე თავი. დავიწვით რუსებთან რომ ვართ ჩახუტებულები და ქენით რამეო. სუს-მაც ამოღერღა სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ ნაცები და უკრაინელებიო. ეჭვი მაქვს ეხლა რაღაც ჩანაწერებს დადებენ, მარა ნებისმიერ შემთხვევაში სუს-ი ძალიან სევდიანი და ღიმილის მომგვრელი სტრუქტურა გახდა. ოცნება უნდა წავიდეს! ნაცები არ უნდა მოვიდნენ!” - დაწერა ელისაშვილმა.

სუს-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს სამოქალაქო არეულობის მოწყობას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა