„შე კაი კაცო/ქალო/გოგო/ბიჭო, როცა არ გაქვს არც ცოდნა და არც ფული, რატომ ეზილები მაინცადამაინც უმაღლეს სასწავლებელში?“ - რას წერს ბაკურ სვანიძე?
ჟურნალისტი,კ ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულები8ს შესახებ.
„ეს სტატუსი არავის გეწყინოთ! ჯერ დაფიქრდით!
წინა სტატუსი დადებითი კონტექსტით დავწერე, იმასთან დაკავშირებით, რო პრემიერმა ყველა გადაუხდელობის გამო სტატუს შეჩერებულ სტუდენტს გაუნულა სწავლის საფასურის დავალიანება... ამ კუთხით დადებით განწყობას არც ახლა ვიცვლი, მაგრამ ერთ რამეზე მაინც დავფიქრდი - დავალიანება გაუნულდა 30 ათას სტუდენტსო! ამათ გარდა რამდენია კიდევ, ვისაც არ ჰქონდა სტატუსი შეჩერებული, ანუ სულ რამდენი სტუდენტი გვყავს ქვეყანაში? ვისაც არ ეზარება ყველა სტუდენტია რეალურად და ეს კარგია? კერძოდ ამ 30 ათას "სტატუს შეჩერებულზე" დავფიქრდეთ - ფაქტობრივად ეს არის გადახდის უუნარო ოჯახების შვილები, ამასთან ერთად, მათ ვერ აიღეს გრანტი... ანუ, რა გამოდის? ამ ადამიანების უმეტესობას, (ნაწილი იქნება ალბათ სხვა შემთხვევაც) არ აქვს არც ფული და არც ცოდნა! რადგან ცოდნა რომ ჰქონოდათ 50 პროცენტიან გრანტს მაინც მიიღებდნენ ხო? ანუ ისეთ ქულებზე ჩააბარებდნენ, რომ სწავლის საფასურის ნახევარი მაინც დაუფინანსდებოდათ!
კი ბატონო, აგერ წეღანაც ვთქვი, რომ ნაწილი შეიძლება იყოს ისეთიც, ვისაც აქვს 50 ან 70 პროცენტიანი გრანტი მაგრამ იმ 50 ან 30 პროცენტსაც ვერ იხდის ოჯახი... ხდება ასეც... მაგრამ ლოგიკურად, ამათი უმეტესობა არის ნულ პროცენტიანი გრანტით, ანუ ძალიან დაბალი ცოდნის დონით, რადგან არსებულ სისტემაში, ლამის დებილიც კი "აბარებს" უგრანტოდ... ჰოდა, უბრალოდ, მაინტერესებს, შე კაი კაცო/ქალო/გოგო/ბიჭო, როცა არ გაქვს არც ცოდნა და არც ფული, რატომ ეზილები მაინცადამაინც უმაღლეს სასწავლებელში? ოჯახმა წელებზე ფეხი უნდა დაიდგას, 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 10-15 ათასი მაინც უნდა გადაგიხადოს და რა "ბარანიც" შეხვედი იგივე "ბარანი" უნდა გამოხვიდე უმაღლესიდან? იმ ანეგდოტის არ იყოს, გურულ ბორდელზე რომ აწერია - "თუ არც ფული გქონდა და არც &ლეი, რას მეეთრეოდი ბორდელში, ვერ დაჟეი სახლშიო?"
რა სენი და ავადმყოფობაა ეს? ამათი უმეტესობა მაგისტრატურას არც გააგრძელებს, რადგან იქ უკვე მთლად "ბარანებსაც" არ იღებენ... ანუ 4 წელი იხდიან ეს გაჭირვებული ოჯახები ამხელა ფულს იმაში, რომ ქართული "ბაკალავრის" დიპლომი დაიდონ "სერვანდში"? სხვაგან მაგ დიპლომს მაინც ვერსად გამოიყენებ და... რავიცი, ეს ნორმალურია? კიდევ ვიმეორებ - პრემიერის მხრიდან მისასალმებელი და ძალიან მაგარი ნაბიჯია! მაგრამ, იქნებ, პრობლემის ამ კუთხით აღქმაც რამენაირად დავაწყებინოთ ჩვენს საზოგადოებას? ოფიციალურ გამოსვლებში სულ მესმის სხვადასხვა პოლიტიკოსებისგან - "ჩვენ გვინდა განათლებული თაობა!" - გეგონება, "განათლება" რაღაც "ვაშლია", ხეზე ასხია და ვისაც სურს მოკრეფს! არადა განათლების მიღებას ისევე სჭირდება რაღაც შესაბამისი უნარი და ნიჭი, როგორც, დავუშვათ, მზარეულს, თერძს, ელექტრომექანიკოსს, დურგალს... რავიცი, ნებისმიერ პროფესიას! მე პირადად, არასოდეს ვიტყოდი, რომ "გვჭირდება განათლებული თაობა!" - ჩემი აზრით, ეს ფრაზა არის დანაშაული! მე ასე ვიტყოდი - "გვჭირდება მშრომელი თაობა!", რადგან განათლებაც შრომაა და ყველამ იმ მიმართულებით უნდა იშრომოს, რაშიც აქვს უნარი, ნიჭი და მოახდინოს ამ ნიჭის რეალიზება! თუ არ აქვს ნიჭი ვერ დახატავს! თუ არ აქვს ნიჭი, ვერ შეკერავს! თუ არ აქვს ნიჭი ხეს ვერ დაამუშავებს! თუ არ აქვს ნიჭი, ბიბლიოთეკაში რომც დააბა 4 წელი აზრი არ აქვს! ჩვენ აი, მაგ არასწორი ფრაზით - "გვჭირდება განათლებული თაობა" - ნებით თუ უნებლიედ ვუყალიბებთ კომპლექსს იმათ, ვისაც არ აქვს განათლების ათვისების უნარი! ამიტომ, მერე ყველას უნდება იყოს "განათლებული" და უაზროდ კარგავენ დროს რაღაც გამოუსადეგარი დიპლომის აღებაში, მაშინ, როცა ამ დროში შეეძლოთ იმ ნიჭის განვითარება რაც აქვთ - თერძობის, დურგლობის და ა.შ. ჩვენ ამ არასწორი ფრაზით, ვამკვიდრებთ არასწორ აზრს, რომ თითქოს განათლებული ადამიანი რაიმეთი მეტია ძალიან მაგარ დურგალზე, თერძზე, მზარეულზე... არადა ეს ასე არ არის რეალურად! მგონია, რომ ამ მხრივ ყურადღება უნდა გამახვილდეს და ყველამ მოუკლოს ამხელა აქცენტს განათლებაზე! ყველა სახელმწიფო ჩინოვნიკმა თუ მოხელემ! განათლება უნდა იყოს არა მოდა, არამედ ადამიანის შინაგანი მოთხოვნილება! 30 ათასი სტატუს შეჩერებული სტუდენტი! უბრალოდ გაიაზრეთ ეს ციფრი ხალხო! სწორედ აქ არის მთავარი მიზეზი ჩვენს ქვეყანაში არსებული ძალიან სერიოზული პრობლმისა და ეს პრობლემა დროულად მოსაგვარებელია!
არავის გეწყინოთ, ეს სიმართლეა და გაიაზრეთ...“ - წერს ბაკურ სვანიძე.