თეგებით ძიება

ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს

რეჟისორი, ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მიდის. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

თავისი გადაწყვეტილების მიზეზად რეჟისორი ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცის „თეატრი სახელოსნო 42“-ის გახსნას ასახელებს.

„როგორც კი 25-ში გავხსნით თეატრს, მე სამინისტროში მივალ და დავწერ განცხადებას… ტყუილს არ ვიტყვი, ეს ჩემთვის არავის უთქვამს. მინისტრმაც და სხვებმაც მითხრეს ორივეგან იყავიო, მაგრამ ვერ შევძლებ“, – განაცხადა ლევან წულაძემ.

მისი თქმით, ის მარჯანიშვილის თეატრში რიგითი რეჟისორის სტატუსით კვლავ დარჩება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა