თეგებით ძიება

ბიზნესი ბევრ ქართველს აქვს რუსეთში, ამიტომ ახლა დავერიოთ ყველას?! - ირაკლი ქადაგიშვილი ფარცხალაძის სანქცირებაზე

"ბიზნესი ბევრ ქართველს აქვს რუსეთში და ამიტომ ეხლა დავერიოთ ყველა ქართველს?" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას.

"ბიზნესი ბევრ ქართველს აქვს რუსეთში და ამიტომ ეხლა დავერიოთ ყველა ქართველს? ეს ერთი. მეორე, როდესაც საუბარი არის, რომ ის ამ ზეგავლენას ახდენდა, რაღაცა ფაქტი უნდა იყოს ან რაღაცა მამტკიცებელი საბუთი, რომ მეც, ასე ვთქვათ, ერთმა ადამიანმა დავიჯერო, პოლიტიკოსობის გარეშე.

აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაინტერესებს უფრო მეტი არგუმენტები საკითხთან დაკავშირებით და სუს-მა იმიტომაც განაცხადა, რომ ის ჩაატარებს გარკვეულ მოკვლევას, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა იყოს ამასთან დაკავშირებით. შემთხვევით დაწერა? ეს შემთხვევითობის კითხვა ჩნდება, როდესაც არ მოჰყვება რაღაცა გადაწყვეტილებას კონკრეტული არგუმენტირებული ინფორმაცია და ფაქტი. ეს შემთხვევითობის სინდრომი თავისთავად ჩნდება. იგივე იმ მოსამართლეებთან დაკავშირებითაც არ იყოს, როცა სავიზო შეზღუდვა დაუწესეს", - თქვა ქადაგიშვილმა. 

შეგახსენებთ, 14 სექტემბერს, აშშ-მა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, "ქართველ-რუს ოლიგარქთან" რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა, რათა მას საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ მოეხდინა გავლენა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა