თეგებით ძიება

"სამი დღეა, საკუთარ პანაშვიდს ვესწრები” - სერიალის მთავარი გმირის დაღუპვამ მაყურებელი აღაშფოთა

სერიალმა ,,სიყვარულს მიღმა” ხალხი ახალი სეზონის პირველივე სერიის შემდეგ აალაპარაკა. მსახიობ ანკა ვასაძის გმირს მანქანა ეჯახება და კვდება. პირველივე სერია სწორედ პანაშვიდის სცენებით, ძალიან დრამატულად დაიწყო. მაყურებელი საყვარელი გმირის დაღუპვამ აღაშფოთა.

"თქვენ ამოწყდით, რატომ მოკალით მარი?”, ,,რატომ გადაწყვიტეთ, რომ ანკა მოგეკლათ? თან პირველივე სერიაში?”, ,,რაც მე ვიტირე… არ უნდა მოგეკლათ”, ,,ცხოვრებაშიც არ გვაკლია დრამები და სტრესები. სრული იმედგაცრუება იყო”, ,,მარიამი რატომ წაგვართვით?”, ,,ახალი სეზონის პირველი ეპიზოდი უდიდესი შეცდომა სცენარისტებისა… არადა პროფესიონალიზმის მაღალი კლასით დაიწყეთ”, ,,საზღვარგარეთ მაინც გაგეგზავნათ, თუ მსახიობს აღარ სურდა სერიალში გაგრძელება”, ,,რატომ გააკეთეთ ასე, განა რეიტინგი გაკლდათ, რას გვერჩოდით, ამისთვის გელოდებოდით, რომ ცრემლებით დაგვეწყო?”, ,,ამდენი ხანი ამ საშინელი დასაწყისისთვის გვალოდინეთ? უკომენტაროდ…”, ,,სერიალის ყურების სურვილი დაგვიკარგეთ…” – წერენ კომენტარებში.

რაც შეეხება მსახიობ ანკა ვასაძეს, მან ერთ-ერთი ფეისბუქპოსტის ქვეშ იხუმრა: "სამი დღეა, საკუთარ პანაშვიდს ვესწრები”.

ანკა ვასაძე ძალიან წარმატებული მსახიობია. ის 10 წელია, რაც მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრია, ასევე თამაშობს სხვადასხვა თეატრების სცენებსა და ტელესერიალებში. ამჟამად ახალი გამოწვევაც მიიღო და ტელეკომპანია ,,ფორმულას” დილის გადაცემის წამყვანი გახდა. მას პირდაპირ ეთერში პირველად უწევს მუშაობა.

წყარო - sarkenews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა