24 წლის ბიჭი, რომელსაც ზღვაში კატერი დაეჯახა, გამოჯანმრთელდა - სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა
ახალგაზრდა, რომელსაც ბათუმში, ზღვაში კატერი დაეჯახა, გამოჯანმრთელდა - პაციენტი ბინაზე უკვე გაეწერა.
ინფორმაციას ბათუმის სამედიცინო ცენტრი ავრცელებს.
"სასიცოცხლო ჩვენებით, საოპერაციო ბლოკში შემოყვანილ იქნა 24 წლის კაცი შოკურ მდგომარეობაში.
კატერის თოკის დარტყმის ძალამ შინაგანი ორგანოების შერყევა გამოიწვია. კერძოდ, დაზიანდა ნაწლავებისა და ზურგის ტვინის მკვებავი არტერიები.
პროფესიონალი და კვალიფიციური სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგების ერთობლივი მუშაობის შედეგად, მოხდა ჯორჯლის ქვემო არტერიების გაკერვა და დუმბალური არტერიების გადაკვანძვა.
პაციენტი რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გუნდის მიერ ჩატარებული ადეკვატური მკურნალობის ფონზე მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე", - წერს BMC.
შეგახსენებთ, შემთხვევა ბათუმში, 6 სექტემბერს მოხდა.