თეგებით ძიება

მარტოობა უფრო აჩქარებს დაბერების პროცესს? - ახალი კვლევა

როდესაც თავს მარტოსულად ან სევდიანად ვგრძნობთ, ეს ჩვენს ჯანმრთელობაზეც ცუდად აისახება. დიდი ხნის განმავლობაში მარტოობისა და სევდის შეგრძნებამ შეიძლება დამანგრეველი გავლენა იქონიოს არა მხოლოდ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, არამედ ფიზიკურზეც.

კვლევის მიხედვით, მეცნიერები ამბობენ, რომ მარტოობისა და სევდის ხანგრძლივმა შეგრძნებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააჩქაროს ინდივიდის დაბერების პროცესი. კვლევა ჟურნალ Aging-US-ში გამოქვეყნდა.

მოლეკულურ დაზიანებებს დიდი წვლილი შეაქვთ დაბერებასთან დაკავშირებული სისუსტისა და სერიოზული დაავადებების განვითარებაში, ეს ხშირ შემთხვევაში დაჩქარებულ სიბერესაც იწვევს. თუმცა, ეს პროცესი შეიძლება გამოვლინდეს მანამ, სანამ მოვლენები დაიწყება.

მეცნიერებმა აშშ-სა და ჩინეთიდან, კომპანია Deep Longevity-თან ერთად, რომელიც ორიენტირებულია ადამიანების უფრო ხანგრძლივ და ჯანმრთელ ცხოვრებაზე, გაზომეს სხვადასხვა ფაქტორების გავლენა დაბერების ტემპზე. ეს ფაქტორებია მარტოობა, მოუსვენარი ძილი და სევდა.

მკვლევრებმა შექმნეს დაბერების საათი, რომელიც ეყრდნობა 11 914 ზრდასრულს. ეს ადამიანის სისხლისა და ბიომეტრიულ მონაცემების ხარჯზე. შედეგები მოსალოდნელიც იყო და გასაკვირიც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა