თეგებით ძიება

„გიორგი ლორთქიფანიძეს არანაირი შემხებლობა ქართულ პოლიტიკასთან არ გააჩნია“ – ადვოკატი

გიორგი ლორთქიფანიძის ადვოკატი, შოთა კახიძე სუს-ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას პასუხობს.

„გიორგი ლორთქიფანიძესთან მქონდა კომუნიკაცია და მან გამორიცხა და სრული აბსურდი უწოდა სუსის დღევანდელ განცხადებას. ამ განცხადებების მიღმა რაიმე სახის ხელშესახები არგუმენტი ან მტკიცებულება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საზოგადოებისთვის არ წარუდგენია. გიორგი ლორთქიფანიძე დაახლოებით 8 წელია ჩვენს ქვეყანაში არ იმყოფება, მას არანაირი შემხებლობა ქართულ პოლიტიკასთან არ გააჩნია და შესაბამისად, ვერანაირი პოლიტიკური მიზნები და ინტერესები საქართველოში გიორგი ლორთქიფანიძეს ვერ ექნება“, - ამბობს ადვოკატი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა