ვინ არის უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი?
უკრაინაში გმირულად დაეცა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზაქრო შუბითიძე. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
ზაქრო "ქართული ლეგიონის" წევრი იყო. ის სამი თვის წინ, ბრძოლაში დაიჭრა, მაგრამ გადარჩა და ისევ ბრძოლებში ჩაერთო.
ზაქრო ჯერ სნაიპერი, შემდეგ ჯგუფის მეთაური გახდა - ის ბრძოლებში გამოცდილი მებრძოლი იყო;
ზაქრო შუბითიძე დონეცკის ოლქის დასახლება ნესკუჩნოესთან იბრძოდა, სადაც პოზიციური ბრძოლები დიდი ხანია, გრძელდება;
ის პოზიციები, სადაც ზაქრო შუბითიძე სხვა მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა, ოკუპანტების მასობრივი საარტილერიო იერიშის სამიზნე გახდა, ზაქრომ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.