ირაკლი კობახიძე უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ლასლო კიოვერს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხს, ისე რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.
უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთი უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.