თეგებით ძიება

მთავარი ისაა, რომ ყველას ევროპული მომავალი უნდა – სხვა მომავალი არ გვაქვს - პრეზიდენტი

მთავარია, რომ ყველას, საზოგადოებას, უნდა ევროპული მომავალი, სხვა მომავალი არა გვაქვს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ შეიძლება, რომ სხვა მომავალი იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ როცა ვართ მისული ევროპის კარებთან, ვიცით ყველამ რამდენად გადამწყვეტი იქნება ეს მომენტი, როცა ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, არ ვიტყვი, რომ „ან არ მოგვენიჭება“, მაგრამ თავისით არ მოდის ცხოვრებაში არაფერი და მთავარი გზა, რაც არის დღეს გასავლელი, არის ჩვენი და თქვენი, ერთად გასავლელი და ქვეყნის მიერ გასავლელი. ყველაფერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ნებისმიერი ნაბიჯი, შიგნით ქვეყანაში თუ გარეთ. ყველას აქვს თავისი როლი, იმ სფეროში, რომელშიც ვმოღვაწეობთ, ეს იქნება კულტურა, ეკონომიკა, სამართლებრივი სფეროო, საგარეო პოლიტიკა თუ ექსპერტების სფერო. ეს არ არის ერთი ადამიანის გასაკეთებელი.

მე ვიქნები თქვენთან, ყველგან, სადაც შემიძლია. ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს და მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, ბელგიაში. ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია. ყველაზე დიდი როლი შეიძლება მედიას აქვს, რომ არ მისცეს საშუალება არავის, რომ სხვადასხვა საკითხებით იყოს გადაფარული ის, რაც არის მთავარი. მთავარია, რომ ყველას, ქვეყანას, საზოგადოებას, უნდა ევროპული მომავალი. სხვა მომავალი არა გვაქვს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ შეიძლება, რომ სხვა მომავალი იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს, მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ, არავინ არ დაუშვებს. ჩვენ არავინ არ შეგვაშინოს, არავინ არ დაგვაჯეროს, რომ რაღაც შეუძლებელია, ყველაფერი ჩვენ ხელშია და ამას ვერავინ ვერ დაგვაკარგვინებს და ვინც ამას ეცდება, ის თვითონ დაიკარგება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა