თეგებით ძიება

„სუსის ზღაპრებისა არ ვიცი, მაგრამ ესენი ნამდვილად გაიჩალიჩებენ “ანაბრების რევოლუციას” - რომან გოცირიძე

“ქართული ოცნება” დიდ საფრთხეს უქმნის როგორც ჩვენი მოქალაქეების დანაზოგებს, ასევე ბიზნესს - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

ეროვნულ ბანკს ფარცხალაძისთვის ანგარიშები რომ არ გაეყინა, მოხდებოდა საქართველოს საბანკო სისტემის და შესაბამისად, მთელი ეკონომიკის კოლაფსი. უცხოური ბანკები შეწყვეტდნენ ქართულ ბანკებთან ურთიერთობას. 

ქართული ოცნების ხელმძღვანელობის განცხადება, რომ ეროვნულმა ბანკმა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და შესაბამისად, კონსტიტუცია, არის უპასუხისმგებლობა, უფრო მეტიც, დანაშაული. ესაა ეროვნულ ბანკზე პირდაპირი ზეწოლა. სწორედ ამიტომ არ გვინდოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომ გამხდარიყო ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი, რომელსაც შესაძლოა მართლაც შეესრულებინა ქართული ოცნების  მითითებები. 

“ქართული ოცნება” დიდ საფრთხეს უქმნის როგორც ჩვენი მოქალაქეების დანაზოგებს, ასევე ბიზნესს. 

სუსის ზღაპრებისა არ ვიცი, მაგრამ ესენი ნამდვილად გაიჩალიჩებენ “ანაბრების რევოლუციას” - წერს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძეს ქართულმა ბანკებმა ყველა ანგარიში გაუყინეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა