თეგებით ძიება

ქართველმა ქალმა ბერძენი მილიონერის ბინიდან ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით თანხა მოიპარა

მილიონერი ბერძენის ოჯახიდან ქართველმა დამხმარე ქალმა სამ თანამზრახველთან ერთად გამოძიების ცნობით, ნახევარი მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით თანხა მოიპარა.

დმანისში, ახლობლები "კურიერს" უდასტურებენ, რომ 47 წლის ქალი სალონიკში გახმაურებული ძარცვისთვისაა დაკავებული. ბრალდებული ოჯახს ციხიდან დაუკავშირდა. ის თავს უდანაშაულოდ თვლის. საქმე ეხება სალონიკში მომხდარ ქურდობას, რა დროსაც ერთ-ერთ ბინაში სეიფი მოიპარეს რომელშიც ნახევარი მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და დიდი ოდენობის თანხა ინახებოდა.

ადგილობრივები და ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ქალი საბერძნეთში 10 წელზე მეტია ცხოვრობს და ოჯახში დამხმარედ მუშაობს. სეიფიც სწორედ იმ სახლიდან გაქრა, სადაც დმანისელი ქალი იყო დასაქმებული. მას ხელბორკილები ოთხწლიანი გამოძიების შემდეგ დაადეს. გაირკვა, რომ ძარცვის შემდეგ ქალმა საბერძნეთის ტერიტორია დატოვა და უკან მხოლოდ ორი წლის შემდეგ დაბრუნდა.

ბერძნული გამოძიების ინფორმაციით, ქართველ დამხმარე ქალთან ერთად სეიფის ქურდობაში ბრალდებულია საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე - 39, 52 და 27 წლის მამაკაცები. "კურიერი" მათ ვინაობებს არ ასახელებს, თუმცა სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია, მათ შორის 2018 წელს ავსტრიაში ჩადენილი ქურდობისთვის.

სალონიკის პოლიცია ანალოგიური ხელწერით ჩადენილ სხვა დანაშაულებებთან კავშირს იძიებს. მათ შორის სალონიკში მომხდარ კიდევ ერთი ქურდობის ფაქტს, რა დროსაც სახლიდან ასევე სეიფით წაღებულია 250 ათასი ევრო. ეს შემთხვევა უსაფრთხოების კამერებმაც დააფიქსირეს.

სეიფის ქურდობაში ბრალდებული ქართველი დამხმარე ქალი ახლა წინასწარ პატიმრობაშია. დანაშაულში თანამონაწილეობისთვის საქართველოს სამ მოქალაქეზე ძებნაა გამოცხადებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა