თბილისში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა
მკვლელობა თბილისში - "მთავარი არხის" ვებგვერდის ინფორმაციით, დოლიძის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია და მას შსს-ში ვარკვევთ.