თეგებით ძიება

"რუსეთს ისევე ვენდობი, როგორც დასავლეთს“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

"როგორი სანდოც დასავლეთია, ისეთივე სანდოა რუსეთი“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა - სექტემბრის დასაწყისში ვლადიმერ პუტინთან თქვენი შეხვედრის შემდეგ ის არ დათანხმდა მარცვლეულის შეთანხმების განახლებას, რატომ ჩაიშალა [მოლაპარაკება]? 

„ჩვენ ეს ვთხოვეთ და მან გვითხრა, რომ კიდევ 1 მილიონი ტონა [უკრაინული] მარცვლეულის გატანას დაუშვებდა. მან თქვა, რომ ეს მალე მოხდებოდა. ჩვენ თვალს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას“, - უპასუხა ერდოღანმა.

ხოლო კითხვაზე, ენდობა თუ არა პუტინის დაპირებას, თურქეთის პრეზიდენტმა თქვა:

"მიზეზი არ მაქვს, რომ მათ არ ვენდო. როგორი სანდოც დასავლეთია, ისეთივე სანდოა რუსეთი. ბოლო 50 წლის განმავლობაში ევროკავშირი გვაიძულებდა მის კართან გვეცადა. ახლა, რუსეთს იმაზე ნაკლებად არ ვენდობი, ვიდრე დასავლეთს“, - განაცხადა ერდოღანმა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა