რას ამბობენ კლინიკაში კაცზე, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა?
პოლიციელი, რომელმაც დედაქალაქის ცენტრში ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, გურამ ქადეიშვილია. შსს-ს მოქმედი თანამშრომელი ახლა ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ორმაგი მკვლელობის შემდეგ ქადეიშვილმა ჭრილობები თავადაც მიიყენა.
მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
"რეანიმაციაშია და ძალიან მძიმე მდგომარეობაა“, - უთხრეს "პრაიმტაიმს“.