ზედოზირებით გარდაცვლილი 4 კაცი ზუგდიდში ერთ დღეს დაკრძალეს - საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება
16 სექტემბერს, შაბათს, ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაციაზე, ნარკოტიკული საშუალება მეტადონის ზედოზირებით გარდაცვლილი ოთხი ადამიანი დაკრძალეს.
“ოდიშინიუსითვის” ცნობილი გახდა, რომ ოთხიდან ორი რაჭაში, კერძო შეკვეთაზე, ხელოსნებად მუშაობდნენ, ისინი ზუგდიდში ნარკოტიკის შესაძენად ჩამოვიდნენ და ორ ადგილობრივ მეგობართან ერთად, 4 გრ, მეტადონი იყიდეს (ერთი გრამი 500 ლარად).
მათი ზუგდიდში ჩასვლის შესახებ ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ. პირველი დოზის მიღების შემდეგ ორი ახალგაზრდა ისევ რაჭაში გაემგზავრა, ორი კი ზუგდიდში დარჩა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
“ოდიშინიუსის” ინფორმაციით, ნარკოტიკის გაყოფის შემდეგ ორმა ზუგდიდში დარჩენილმა პირმა, თავიანთ სახლებში მისვლისთანავე კიდევ თითო დოზა მიიღეს. ასევე მოიქცნენ რაჭაში აბრუნებული ხელოსნებიც.
გარდაცვლილთა ახლობლები პირად საუბარში ამბობენ, რომ დოზის დამატების შემდეგ, ოთხივეს ჩაეძინა, რაც გარდაცვალების ფაქტორი გახდა.
რაჭაში, ერთ-ერთი ჩაძინებული ხელოსანი მეგობრებმა მოიკითხეს, როცა ის სამუშაო ადგილზე არ გამოცხადდა. როგორც ამბობენ, მას პულსი ესინჯებოდა, რის შემდეგაც სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში და ანტიდოტიც გაუკეთეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ორი გარდაცვლილი ზუგდიდში რაჭიდან ჩაასვენეს, ორი კი თავიანთ სახლებში, გარდაცვლილი იპოვეს. ოთხივე გარდაცვლილი შაბათს დაკრძალეს.
წყარო: “ოდიშინიუსი”