თეგებით ძიება

ყველა მოტყუებულ პენსიონერს სესხი უნდა გაუნულდეს - რას ამბობს დეპუტატი?

პენსიონერებს არავინ აუხსნა და ჰკითხა, უნდოდათ თუ არა ასეთი კაბალური პირობებით სესხების გადავადება... ისინი არიან მოტყუებული და შეცდომაში შეყვანილი. ამიტომ ყველა მოტყუებულ პენსიონერს სესხი უნდა გაუნულდეთ. ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ დეპუტატმა ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.

მან საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა იმ პენსიონერების გასაჭირის შესახებ, რომლებსაც ბანკმა პანდემიის დროს, საშეღავათო პერიოდის სანაცვლოდ, სესხის ვადა გაუზარდა. დეპუტატის თქმით, სახელმწიფომ უნდა მოძებნოს გზები, რომ სესხის ძველ ჩარჩოში დაბრუნების პრეცედენტი ყველა პენსიონერზე ავტომატურად გავრცელდეს.

,,მინდა ჩემი დრო გამოვიყენო ისევ და ისევ პენსიონერებზე და მათ დაუსრულებელ სესხებზე სასაუბროდ. მათ პრობლემებზე მუშაობას არ შევწყვეტ და გავაგრძელებ მათ დახმარებას, როგორც შემიძლია, იქამდე, სანამ სახელმწიფო არ მიხვდება, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს იმ ადამიანების ჩაგვრა და დაცინვა, რომლებსაც ყველაზე დიდი ამაგი აქვთ გაწეული. კიდევ ვიმეორებ, მათ არავინ აუხსნა და ჰკითხა, უნდოდათ თუ არა ასეთი კაბალური პირობებით სესხების გადავადება... ისინი არიან მოტყუებული და შეცდომაში შეყვანილი. ამიტომ ყველა მოტყუებულ პენსიონერს სესხი უნდა გაუნულდეთ. როდესაც სახეზეა სესხის განულების პრეცედენტი, რომელიც ჩვენი, ,,მოქალაქეების“ პოლიტიკური ჯგუფის მუშაობის შედეგია, რატომ არ ეძებს სახელმწიფო გზებს, რომ ბატონი ვანოს, ქალბატონი დარეჯანის და კიდე სხვა პენსიონერების მაგალითზე, ავტომატურად გავრცელდეს ეს შემთხვევა ყველა პენსიონერზე და მათაც გაუნულდეთ სესხები. თუ სიტყვა განულება არ მოგწონთ, მაშინ დაუკორექტირეთ, მთავარია, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ უსამართლო ხარკისგან და მათ ეს კაბალური სესხები აღარ ჰქონდეთ“ _ განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა