„იმდენს იტყუებიან ერთით მეტი იქნება თუ ერთით ნაკლები, რაღა მნიშვნელობა აქვს...“ - ნინო წილოსანი გავრცელებულ ინფორმაციაზე
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება და „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„მთავარმა არხმა ჩემზე ახალი ტყუილი მოიგონა, თუმცა იმდენს იტყუებიან ერთით მეტი იქნება თუ ერთით ნაკლები, რაღა მნიშვნელობა აქვს...
საკუთარი მაყურებლის პატივისცემაც ასეთი უნდა - ინფორმაციის დიაპაზონი ტყუილსა და საერთოდ დამალულ ინფორმაციას შორის მერყეობს, მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგი საერთოდ არ გააშუქეს.
იმისთვის რომ არ ვუჩივლო, მათ მოგონილ ტყუილს მიაწერეს - მოქალაქის ინფორმაციით“, - წერს წილოსანი.
ცნობისთვის, სოციალური ქსელის მომხმარებელმა, სიმონ ძნელაძემ ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა კუდიგორის მთას თავი მოაჭრა და სასახლე აიშენა. აღნიშნული ფოტო სხვადასხვა საგენტოებმა გაავრცელეს.