თინა კანდელაკი ვლადიმერ პუტინის განკარგულებით დააჯილდოვეს
ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსი ტელეწამყვანი, "გაზპრომის" მედია ჰოლდინგის გენერალური დირექტორის მოადგილე თინა კანდელაკი "მეგობრობის ორდენით“ დაჯილდოვდა - ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, კანდელაკს ორდენი "მედიის განვითარებისთვის და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის“ მიენიჭა.
"მეგობრობის ორდენით“ ასევე დაჯილდოვდნენ სს "გაზპრომ-მედია ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის მოადგილე იულია გოლუბევა და შპს "იზვესტიას მულტიმედიური საინფორმაციო ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ეკატერინა პავლოვა.