ნატო გელაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან
კომპოზიტორ ნატო გელაშვილს 28 ოქტომბერს სახელობით ვარსკვლავს გაუხსნიან.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი ავრცელებს.
„როგორც იქნა, გვეღირსა. 28ოქტომბერს „სტუმრად ნატოსთან“ – 35 წელი სცენაზე და სახელობითი ვარსკვლავის გახსნა! ფილარმონის დიდი საკონცერტო დარბაზი“, – წერს ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.