თეგებით ძიება

"ინდოეთში მომაკვდინებელი ვირუსი ნიპა გავრცელდა" - რას წერს დომენიკ მანგო?

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ინდოეთში მომაკვდინებელი ვირუსი ნიპა გავრცელდა.

"ახალი სეზონი დაიწყო: ინდოეთში მომაკვდინებელი ვირუსი ნიპა გავრცელდა. ქვეყნის სამხრეთში მის შეჩერებას ცდილობენ და მასშბაბურ ტესტირებას იწყებენ. ეს გადაწყვეტილება კი ქვეყნის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ვირუსის შედეგად კერალას შტატში 2 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში ბოლო რამდენიმე დღეში 2 ინფიცირებული გამოვლინდა.

ცნობილია, რომ ვირუს ნიპას ახასიათებს ცხელება, ღებინება და რესპირატორული ინფექციები. მძიმე შემთხვევაში მან შეიძლება გამოიწვის კრუნჩხვები და თავის ტვინის ანთება, ასევე კომა. 

ექიმების ცნობით, ვირუსი მარტივად გადამდები არაა, თუმცა, სიმპტომებიდან გამომდინარე, ის იმდენად რთული გადასატანია, რომ ინფიცირებულთა უმეტესობა იღუპება.

ამ დროისთვის შტატში დახურულია სკოლები, სახელმწიფო შენობები და რელიგიური დაწესებულებები. შეწყვეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც. 

ცნობისთვის, ინდოეთში 2018 წლის შემდეგ ეს ნიპას უკვე მე-4 აფეთქებაა", - წერს დომენიკ მანგო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა