სახლთანგელოზი – სახლისა და ოჯახის მფარველი ანგელოზი
ყველა ოჯახს ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც არასოდეს განეშორება და მუდამ იფარავს სახლს. არსებობს ლამაზი ხალხური თქმულება, რომლის მიხედვითაც, როდესაც ოჯახი გასაჭირშია, მფარველი ანგელოზი გადააფარებს ფრთებს მთელ სახლს და განსაკუთრებით ლოცულობს უფლის წინაშე. ძველი ღვთაება – სახლთანგელოზი ქართველთა სარწმუნოებას დღევანდლამდე შემორჩა და მძლავრი ქრისტიანული რელიგიის ზეგავლეის მიუხედავად, არათუ დაიკარგა, არამედ შეერწა მას, დღევანდელ მდგომარეობაშიც დაიკავა ადგილი.
სახლთანგელოზის საქმეა ოჯახის დაცვა და პატრონობა – ოჯახის წევრთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, საქონლის გამრავლებაზე, ჭირნახულის სიუხვეზე, სახნავ-სათესის ბარაქასა და ზოგჯერ შვილიერების მინიჭების ზრუნვაზე.
თუ ოჯახი სხვაგან გადავა ან გაიყრება, თავისი ანგელოზი ახალ სამოსახლოში უნდა გადააბრძანოს.ეს პრცესი სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად ხორციელდება. მაგალითად, ფშავში, უნდა გამოაცხონ რვა ქადა და ჩამოქნან რვა სანთელი. ოთხი ქადა და ოთხი სანთელი ძველ ბინაში რჩება, დანარჩენი ახალში მიაქვთ.
სახლთანგელოზობისთვის დაწესებული იყო საგანგენო დღეობა – სახლთანგელოზობა.
სახლთანგელოზობა გაზაფხულზე იმართება და საგაზაფხულო დღეობებს განეკუთვნება. ამ სახის დღეობები კი ბუნების ძალზა აღორძნების, სიუხვე-ბარაქიანობის, მიწის ნაყოფიერებისა და ადამიანთა კთილდღეობისთვისაა გამიზნული.
ძველი ხალხური ტრადიციით, წელიწადში ერთხელ ( ხორციელის ხუთშაბათს) იკრიბებოდნენ ოჯახის წევრები, აცხობდნენ სპეციალურად ამ დღისთვის ძღვენს, რის შემდეგაც მხოლოდ ოჯახის წევრები მიირთმევდნენ, შემდეგ კი სანთელს უნთებდნენ ოჯახის მფარველ ანგელოზს და მადლობას წირავდნენ მშვიდობიანი წლისათვის, კარგი იქნება თუ ისევ აღდგება ეს ტრადიცია.
ფუძის ანგელოზო, ჭერის ანგელოზო
კალთა დაგელოცოს, ფრთები დაგელოცოს…
ბედნიერი იყოს შენი ფეხი და შენი სუფევა ჩემს ოჯახში და ჩემს ქვეყანაში!
ამინ!“