თეგებით ძიება

„სიკვდილის თანამოაზრე ვხდები, ისედაც ვალშია ჩემთან და ვიცი, ერთ დღეს, სამუდამოდ მიმიყვანს მათთან” - რას წერს მარიტა გუტაშვილი

სიცოცხლე მძულს, სიკვდილი შემიყვარდა - მარიტა გუტაშვილი, რომელმაც შოვის ტრაგედიის დროს ოჯახის 9 წევრი დაკარგა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„ძალიან ლამაზი ყვავილია .  ყოველთვის მიმზიდველი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯგუფად იზრდება.  თვალს ვერ ვწყვეტდი ხოლმე. შოვში მრავლად იყო მინდორსა თუ ტყეში. 

საქმე ის არის, რომ ვერ ვიტან. ლამაზია, მომწონს, მაგრამ როგორც კი პირველი ამოყოფდა თავს მიწიდან, სასწრაფოდ ვანადგურებდი. თითქოს, ამით შეჩერებას ვცდილობდი არ ამოსულიყო და არ დამენახა არცერთი მათგანი. არ ვიყავი მაგისთვის მზად.

რატომ? !   Autumn crocus _ ასე ჰქვია( ქართული შესატყვისი არ ვიცი). შემოდგომის ყვავილია, შემოდგომის დადგომას გვახარებდა. მე კიდევ, შემოდგომის დაწყება გულს მიკლავდა. ამ  ყვავილის გამოჩენა მაშინვე მახსენებდა, რომ მალე დეიდა წავა , ზაფხული დამთავრდა , უნდა ველოდო მომდევნო 9 თვე როდის დავინახავ და ჩემთან მეყოლება  დეიდა, ბიძა,  მარი და კოტიკო. ბავშვობიდან ვერ ვიტან ამ ყვავილს, ის ხომ ჩემს საყვარელ ადამიანებთან მაშორებდა. ბოლოს უკვე ნატოც დაემატა, სამი პატარა ბედნიერებით ❤️

დღეს, ამ ყვავილივით,  ვეღარ ვიტან ცხოვრებას , რომელმაც სამუდამოდ დამაშორა მათთან. არც ამისთვის ვიყავი მზად... ნელნელა სიკვდილის თანამოაზრე ვხდები, ისედაც ვალშია ჩემთან და ვიცი, ერთ დღეს, სამუდამოდ მიმიყვანს მათთან. 

სიცოცხლე მძულს, სიკვდილი შემიყვარდა“ - წერს მარიტა გუტაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა