თეგებით ძიება
19. 09. 2023 მსოფლიო

მედიის ცნობით, ერევანში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო - არიან დაშავებულები

ერევანში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო. მომიტინგეები პარლამენტის წინ კორდონის გარღვევას ცდილობენ.

 მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციამ სპეციალურ ზომებს მიმართა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, არიან დაშავებულებიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, სომხეთის მთავრობის შენობის წინ ვითარება კვლავ დაძაბულია.

მთავრობის შენობასთან შეკრებილები ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. 

შეგახსენებთ, დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო”.

ამასთან, აზერებაიჯანულმა მხარემ სომხურ დაჯგუფებებს უარაღის დაყრისა და თეთრი დროშის აღმართვისაკენ მოუწოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა