„მე აზერბაიჯანელი და ის სომეხი, ორივე კი საქართველოს შვილი“ - რას წერს გაბრიელ კამაევი?
აზერრბაიჯანული წარმოშობის ქართველი ბლოგერი გაბრიელ კამაევი სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემი სიყრმის ძმაკაცი პირველი კლასის მერხიდან რომ ერთად გავიზარდეთ და ერთი გობიდან მივირთმევდით საკვებს! ერთი სიხარული გვახარებდა და საერთო ტკივილი გვტკიოდა! მე აზერბაიჯანელი და ის სომეხი, ორივე კი საქართველოს შვილი 🇬🇪
გაუმარჯოს მშვიდობას და გაუმარჯოს სიყვარულს!“ - წერს გაბრიელ კამაევი.
შეგახსენებთ რომ ყარაბაღში ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია. აზერბაიჯანმა ანტიტერორისტული ზომების მიღება გამოაცხადა. სტეფანაკერტში აფეთქებების ხმა ისმის.