თეგებით ძიება
19. 09. 2023 მსოფლიო

ერევანში რუსეთის საელჩო ალყაში მოაქციეს - თანამშრომლები საელჩოს დატოვებას ვერ ახერხებენ (ვიდეო)

ერევანში რუსეთის საელჩოს შენობა აქციის მონაწილეების მიერ სრულად პიკეტირებულია. როგორც რუსული მედია იტყობინება,საელჩო დემონსტრანტებმა ჩაკეტეს, რის გამოც მისი თანამშრომლები შენობის დატოვებას ვერ ახერხებენ.

„საელჩოს შენობა გადაკეტილი იყო. შენობის წინ დემონსტრანტების გარკვეული რაოდენობაა შეკრებილი. ასევე ჩაკეტილია შენობის უკანა ნაწილიც“, - წერს რუსული მედია. 

„რუსეთმა სომხეთს ნოტა გაუგზავნა და მოითხოვა, სასწრაფოდ უზრუნველყოს ერევანში რუსეთის საელჩოს შენობის განბლოკვა - იქ ამ დრომდე დგანან ფაშინიანის მომხრეები და სულ "პუტინ ხ*ილო, ლავროვ - სუ*ას" იძახიან“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა და ვიდეოს აქვეყნებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა