თეგებით ძიება

სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა მოაგვარონ უთანხმოება დიპლომატიური გზებით - ოლაფ შოლცი

"სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა მოაგვარონ უთანხმოება დიპლომატიური გზებით“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში.

"საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაცია ძალიან კრიტიკულია. ბაქოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმები და დაუბრუნდეს დიპლომატიას მშვიდობიანი გადაწყვეტის მოსაძებნად“, - წერს შოლცი. 

შეგახსენებთ, 19 სექტემბერს ბაქომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყება გამოაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ „ანტიტერორისტული ღონისძიებები“ შეწყდება, თუ სომხეთის შეიარაღებული ძალები იარაღს დაყრიან და ჩაბარდებიან.

სომხური მხარის ცნობით, აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად მთიან ყარაბაღში დაიღუპა 27 ადამიანი და დაშავდა 200-ზე მეტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა