თეგებით ძიება

ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 20 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

20 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 

ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსია მოსალოდნელი.

ზოგადად კი ქვეყანაში თბილი დღეები ბრუნდება. მომავალი 1 კვირის განმავლობაში საკმაოდ მაღალი ტელპერატურა შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +30 გრადუსის ფარგლებში იტრიალებს, ხოლო დასავლეთ საქართველოს ბარში კი +30 გრადუსს გადააჭარბებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა