თეგებით ძიება

"შესაძლოა, ნათია თურნავაც გახდეს დასანქცირების კანდიდატი" - რას ამბობს ეკონომიკის ექსპერტი?

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გარ­კვე­ულ ზი­ანს აყე­ნებს სა­ფი­ნან­სო სის­ტე­მის უსაფრ­თხო­ე­ბას, თუმ­ცა არას­წო­რია იმის მტკი­ცე­ბა, რომ ეს ფაქ­ტი სა­ბან­კო სის­ტე­მას ჩა­მოშ­ლის, - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი აკა­კი ცო­მა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, სა­დაც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც ის ამ­ბობს, სებ-ის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო, შე­საძ­ლოა, ნა­თია თურ­ნა­ვაც გახ­დეს და­სან­ქცი­რე­ბის პო­ტენ­ცი­უ­რი კან­დი­და­ტი.

"1. ცხა­დია, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გარ­კვე­ულ ზი­ანს აყე­ნებს სა­ფი­ნან­სო სის­ტე­მის უსაფრ­თხო­ე­ბას (იხ. მე4 პუნ­ქტი). თუმ­ცა არას­წო­რია იმის მტკი­ცე­ბა, რომ ეს ფაქ­ტი ჩა­მოშ­ლის სა­ბან­კო სის­ტე­მას.

კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი ვერ გა­და­უ­რი­ცხა­ვენ ფარ­ცხა­ლა­ძეს უცხო­ურ ვა­ლუ­ტას ვერ­სად. ეს უბ­რა­ლოდ სი­გი­ჟე იქ­ნე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ფარ­ცხა­ლა­ძე თან­ხას გა­ი­ტანს და აქ ყვე­ლა ან­გა­რიშს და­ხუ­რავს. მთა­ვა­რი ისაა, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­პუ­ტა­ცია ზი­ან­დე­ბა, რად­გან ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მა­ძი­ე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა უგან­დას, ბე­ლო­რუ­სი­სა და ამ ტი­პის ქვეყ­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში ხვდე­ბა, რო­დე­საც და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი პირს აძ­ლევს ქვე­ყა­ნა­ში სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე წვდო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ეს ბევ­რად უფრო დიდი საფრ­თხეა. სა­ფი­ნან­სო სის­ტე­მის უსაფრ­თხო­ე­ბა ზი­ან­დე­ბა, რად­გან:

- შე­საძ­ლოა, ქარ­თუ­ლი ბან­კე­ბის ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ფასი შემ­ცირ­დეს ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე. არა­ვინ იცის, სი­ნამ­დვი­ლე­ში რა მოხ­დე­ბა. სებ-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ რის­კი წარ­მოქ­მნა, პო­ტენ­ცი­უ­რი საფრ­თხე.

- სა­ვა­რა­უ­დოდ, სებ-ის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს სა­ვა­ლუ­ტო ფონდთან და სხვა სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც.

- არა­ვინ იცის, რე­აქ­ცია ექ­ნე­ბა თუ არა აშშ-ს ხა­ზი­ნას. ჩემი აზ­რით, ალ­ბათ არა, მაგ­რამ მე არა ვარ აშშ-ს ხა­ზი­ნა.

 

მაგ­რამ დრო­უ­ლად შე­წყვი­ტეთ ბოდ­ვა იმის შე­სა­ხებ, რომ ხვა­ლი­დან ყვე­ლა და­ი­წყებს ბან­კე­ბი­დან ფუ­ლის გა­ტა­ნას. რო­დე­საც ამას გან­სა­კუთ­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი აჟ­ღე­რებთ პირ­და­პირ ეთერ­ში და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ტო­ნი­თა და გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით, შე­იძ­ლე­ბა თქვენ გა­მო­იწ­ვი­ოთ პა­ნი­კა.

 

იმე­დია, თურ­ნა­ვა აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ამი­ე­რი­დან თა­ვა­დაც შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს და­სან­ქცი­რე­ბის პო­ტენ­ცი­ურ კან­დი­და­ტად. მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს თურ­ნა­ვამ ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მი­ი­ღო თუ არა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. დღე­ი­დან, სებ-ი, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ტი ხართ ბი­ძი­ნას კან­ტო­რა“, - წერს ცო­მა­ია.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა სან­ქცი­ა­თა რე­ჟი­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბის წეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვა. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის, ნა­თია თურ­ნა­ვას ბრძა­ნე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნე­ში უკვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია. ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, „სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე არ შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი, თუ ქარ­თულ სა­სა­მარ­თლო­ში მის მი­მართ შე­სა­ბა­მის საქ­მე­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი არ დად­გა“. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თა­დერ­თი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბის ქვეშ მოხ­ვდა, ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა