ოთარ ფარცხალაძე ჩვენი კლიენტი არ არის - „ლიბერთი ბანკი“
"ლიბერთი ბანკი" აცხადეს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე მათი კლიენტი არ არის და სანქციების დაწესების მომენტშიც არ ყოფილა. შესაბამისად, გამოდის, რომ მათ არ მოუწევთ შეასრულონ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები საქართველოს მოქალაქის მიმართ.
გუშინ, 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქციებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა.
"დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი კლიენტი არ არის", - აცხადებენ ბანკში.
საქართველოს ორი კომერციული ბანკი - "საქართველოს ბანკი" და "თიბისი ბანკი" აცხადებენ, რომ იცავდნენ და დაიცავენ აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო სანქციებით დაწესებულ რეგულაციებს.