თეგებით ძიება

"ვიდრე არ შევა ძალაში საქართველოს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, სანქციების აღსრულება იქნება შეჩერებული" - ნათია თურნავა

"ვიდრე არ შევა ძალაში საქართველოს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, სანქციების აღსრულება იქნება შეჩერებული", - ამის შესახებ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ელმა, ნათია­ თურნავამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ის ამ განცხადებით ოთარ ფარცხალაძისთვის დაშვებულ გამონაკლისს გამოეხმაურა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა სან­ქცი­ა­თა რე­ჟი­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბის წეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვა. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის, ნა­თია თურ­ნა­ვას ბრძა­ნე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნე­ში უკვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია. ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, „სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე არ შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი, თუ ქარ­თულ სა­სა­მარ­თლო­ში მის მი­მართ შე­სა­ბა­მის საქ­მე­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი არ დად­გა“. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თა­დერ­თი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბის ქვეშ მოხ­ვდა, ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა