თეგებით ძიება

კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს - ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს ეროვნულ ბანკს.

მისი განცხადებით, კომერციული სექტორიც და ეროვნული ბანკი ასრულებენ საფინანსო სანქციებს და საერთაშორისო ვალდებულებებს.

"კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს, იმიტომ, რომ კომერციული სექტორ არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობით, მაგრამ ჩვენც ცალსახადა ვასრულებთ და ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. აქვე მინდა ვთქვა, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება, არის გაცილებით ფართო პროცესი, ვიდრე კონკრეტული ნიუანსები, რომელიც შეიძლება იყოს ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობებით დაზუსტებული, რისი ფართო პრაქტიკა არსებობს, როგორც ევროკავშირში, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში და სხვა სახელმწიფოებში. არის ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები, რომელიც ასეთ დროს არ არის ხოლმე უგულებელყოფილი, აქედან გამომდინარე სრულ უნისონში ვართ საქართველოს საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან. ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებს და საერთაშორისო ვალდებულებებს.

თითოეულ საფინანსო ინსტიტუტს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებებიც გააჩნიათ, რასაც პატივს ვცემთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვალდებულებებიც განუხრელად შესრულდეს, აქ ჩვენ ერთიანები ვართ. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ თუ როგორ მოხდეს ახალი რეგულაციების დაზუსტების იმპლემენტაცია იმდაგვარად, რომ ეს შესაბამისობაში იყოს მათ და ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებთან. კონკრეტულ დეტალებს არ გავახმოვანებ, რადგან ეს ეხება საბანკო საიდუმლოებას სხვადასხვა იურიდიულ ნაწილს და ნორმას, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სრული სინერგია გვექნება", - განაცხადა ნათია თურნავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა