„პაპუნა ლეჟავამ არ იკადრა ის, რაც იკადრა ნათია თურნავამ და სხვებმა. გაბედეთ ამ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯები!“ - ირაკლი კუპრაძე
„ლელოს“ წევრი, ირაკლი კუპრაძე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება და წერს.
„ეს არის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადება გადადგომის შესახებ, მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს.
ეს ნიშნავს რომ პაპუნა ლეჟავამ არ იკადრა ის, რაც იკადრა ნათია თურნავამ და სხვებმა.
გაბედეთ ამ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯები!“, - წერს კუპრაძე.