თეგებით ძიება

„კეთილსინდისიერება და გამბედაობა გმირობა არ არის, კეთილსინდისიერება და გამბედაობა საჯარო მოხელის ვალდებულებაა“ - ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავასა და სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება და წერს.

„კეთილსინდისიერება და გამბედაობა გმირობა არ არის, კეთილსინდისიერება და გამბედაობა საჯარო მოხელის ვალდებულებაა. 

მივესალმები ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების, პაპუნა ლეჟავას და არჩილ მესტვირიშვილის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილებებს. 

საზოგადოებას იგივეს მოლოდინი აქვს არა მხოლოდ ეროვნული ბანკის საბჭოს დანარჩენი წევრებისგან, არამედ ყველა წესიერი და პატრიოტი თანამდებობის პირისგან, რადგან მათი ვალდებულებაა, შეწყვიტონ თანამშრომლობა ავტორიტარულ რეჟიმთან, რომელმაც ქვეყანა რუსეთის უკანა ეზოდ აქცია და რომელიც მზადაა საქართველოს მომავალი ეფესბეს მხილებული აგენტის დაცვას გადააყოლოს“, - წერს გვარამია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა