,,ჯერ კიდევ სუსტად ვარ, მაგრამ ჩემს სულს ვერაფერი ვერ გატეხს”- მიხეილ სააკაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ესწრება.
,,მივესალმები სრულიად საქართველოს, ჯერ კიდევ სუსტად ვარ, მაგრამ ჩემს სულს ვერაფერი ვერ გატეხს, რადგან ის ეკუთვნის ქართველ ხალხს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.