თეგებით ძიება

ოპოზიცია პროვოკაციის მოწყობას ცდილობს, მოვუწოდებ კოლეგებს, არ აჰყვნენ აგენტების პროვოკაციებს - ირაკლი კობახიძე

"ესენი არიან ჯაშუშები, აგენტები, რომლებსაც აქვთ ერთი სურვილი, საქართველო აქციონ უკრაინად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიცია პროვოკაციის მოწყობას ცდილობს.

ის ოპოზიციის წევრებს „აგენტებს“ უწოდებს და მოუწოდებს მმართველი გუნდის წევრებს, არ აჰყვნენ მათ.

„ხედავთ რა ხალხთან გვაქვს საქმე. ესენი [ოპოზიცია] არიან ჯაშუშები, აგენტები, რომლებსაც აქვთ ერთი სურვილი,  საქართველო აქციონ უკრაინად. ამას ვერ ეღირსებიან. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. 

სად იყო ფარცხალაძე ეს ყველაფერი რომ ხდებოდა? რა შუაშია ფარცხალაძე? კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩემ კოლეგებს, რომ მაქსიმალურად სიმშვიდით შეხვდნენ ასეთ პროვოკაციებს. 

მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, არ აჰყვნენ აგენტების პროვოკაციებს. არაფერ შუაში არ არის ფარცხალაძის დავა, არის საუბარი რეგულაციებზე, რომელიც იცავს ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს. ეს არის სპეკულაცია, რომელსაც ოპოზიცია ეწევა“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა