თეგებით ძიება

ომი გინდა? მიდი, გაშალე ლეიბები და რას მიიღებ, ნახავ! - მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს

,,თქვენ ხართ “ეფესბეშნიკები”, ვერ ხედავ, რა ხდება კავკასიაში? რა გინდა, ომი გინდა? გაშალე მიდი ლეიბები და რას მიიღებ, ნახავ! “ეფესბეს” კი არა საქართველოს ვიცავ”, – ასე მიმართა „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, თაკო ჩარკვიანს.

“ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ როდისმე ხელი შემიშლია, როცა ინტერვიუს იძლევით? ეს რა არის, რა საქციელია? თქვენ ხართ „ეფესბეშნიკები“, ვერ ხედავ, რა ხდება კავკასიაში? რა გინდა, ომი გინდა? გაშალე მიდი ლეიბები და რა ომს მიიღებ, ნახავ! “ეფესბეს” კი არა, საქართველოს ვიცავ“, – მიმართა ყაველაშვილმა ჩარკვიანს.

ყაველაშვილის ამ განცხადებას ჩარკვიანმა შემდეგნაირად უპასუხა:

“ქვეყანა გაწირეთ, სახელმწიფო გაწირეთ, აბა, რა ქენით. მსგავსი რამ ამ კომუნისტების დროს არ გამიგია. ოჯახში ილაპარაკე ასე. ცოლს ელაპარაკე ასე”, – განაცხადა ჩარკვიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა