თეგებით ძიება

აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ შეაჩერა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლების მიმართვის გათვალისწინებით, მიღწეულია შეთანხმება ანტიტერორისტული ზომების შეჩერების შესახებ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები, ყარაბაღის რეგიონში განლაგებული არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებები დებენ იარაღს, ტოვებენ საბრძოლო პოზიციებს და სამხედრო პუნქტებს და მთლიანად ახდენენ განიარაღებას.

მანამდე, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსი მშვიდობისმყოფელების შეთავაზებას დათანხმდნენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ყარაბაღში ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების შესახებ განაცხადეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა